top of page
  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram

ჩვენ შესახებ


OL Academy 2021 წელს, ქართულ ბაზარზე ლიდერი IT კომპანიის, "ორიენტ ლოჯიკი"-ს მიერ დაარსდა. აკადემია ორ წელზე მეტია IT საგანმანათლებლო სექტორში ოპერირებს და მომხმარებლებს ციფრული პროფესიების დაუფლებაში ეხმარება. ჩვენი მიზანია, სტრუქტურიზებული სალექციო კურსების, გამოცდილი ლექტორებისა და პროფესიონალურად შედგენილი სილაბუსების მეშვეობით, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში IT ეკოსისტემის გაჯანსაღებას. OL Academy მუდმივად ზრუნავს კურსების ხელმისაწვდომობაზე, სწავლების ხარისხსა და კურსდამთავრებულების კარიერულ მხარდაჭერაზე. "ორიენტ ლოჯიკის" 27 წლიანი გამოცდილება აკადემიას ხარისხის შენარჩუნებაში ეხმარება. 

2023 წლიდან OL Academy ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის Red Hat-ის სერტიფიცირებული ტრენინგ პარტნიორი (CTP) გახდა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ქართველ მომხმარებლებს მშობლიურ ენაზე შევთავაზოთ Red Hat-ის ავტორიზებული კურსები. აღსანიშნავია, რომ OL Academy კავკასიის რეგიონში ერთადერთი ტრენინგ ცენტრია აღნიშნული სტატუსით.

ბიზნესისთვის

OL Academy კომპანიებს სთავაზობს მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროგრამებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენი პროგრამები შექმნილია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და მოიცავს მაღალი ინტენსივობის პრაქტიკულ დავალებებს, ინტერაქციულ ვორქშოპებს და რეალურ პროექტებზე მუშაობას. თითოეული პროგრამის სილაბუსი მუშავდება დამკვეთი კომპანიის საჭიროებების შესაბამისად, ხოლო, ლექციებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

bottom of page