
Tech Talents & Digital HR
კურსის შესახებ
პროგრამის მიზანია მონაწილეს სისტემურად შეასწავლოს IT ტალანტების მართვისა და ე.წ. ადამიანების ანალიტიკის (People Analytics) ძირითადი პრინციპები, ასევე განუვითაროს ქცევის ცვლილებებით, ბიზნეს პროცესებზე ზემოქმედების ეფექტიანობის გაზომვისა და მონაცემთა ანალიზის უნარები. კურსის მონაწილეები გაეცნობიან IT ეკოსისტემის ძირითად სექტორებს, სპეციფიურ მიდგომებს hardware და software development მიმართულებების გუნდებთან დაკავშირებით. ასევე ტექნოლოგიური მიმართულებების მიხედვით ტექ. ტალანტების ფუნქციურ როლებს კომპანიებში. კურსის მსვლელობისას მონაწილეები შეისწავლიან ადამიანის ქცევის ცვლილებების სტიმულებს, ფსიქომეტრიკასა და მონაცემთა პრედიქტორული ანალიზის შესაძლებლობებს. მსმენელს ასევე შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სამოტივაციო სისტემების გავლენას ბიზნესის წარმატებაზე. განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებს IT ტალანტების რეკრუტირების, შეფასებისა და მართვის მიმართულებით. კურსის განმავლობაში პრაქტიკული სამუშაოების დახმრებით მონაწილეები გაეცნობიან ტექ-ტალანტებთან მუშაობის პროცესში არსებულ გამოწვევებს და მათთან გამკლავების გზებს.
ვისთვის არის პროგრამა: პროგრამა გათვლილია პრაქტიკოსი HR მენეჯერებისთვის, ადამიანური კაპიტალის მართვის პროფესიონალებისთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სექტორში, ან აქვს მოტივაცია მომავალში საკუთარი კარიერა ტექ. ტალანტების მართვას დაუკავშიროს.
რა ცოდნა მოეთხოვება მონაწილეს: უნდა იყოს მონდომებული და შეეძლოს საკუთარ თავთან მუშაობა. სასურველია მუშაობდეს HR BP, HR Generalist, Staff Recruitment, personnel development ან ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. მნიშვნელოვანია მონაწილე იყოს პრაქტიკოსი HR პროფესიონალი.
რას ისწავლის: კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან IT ეკოსისტემის ძირითად სექტორებს, ტექნოლოგიური მიმართულებების მიხედვით გუნდების ფუნქციურ როლებს და სპეციფიურ მიდგომებს ლოკალურ და გლობალურ IT ბაზარზე. კურსის განმავლობაში შეისწავლის Tech recruitment-ის პრინციპებს, ტექნოლოგიური მიმართულებების განსხვავებულ გუნდებთან მუშაობის სპეციფიკას და მიდგომებს.
რის გაკეთებას შეძლებს კურსის დასრულების შემდეგ: პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილე შეძლებს გაარჩიოს ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულთა ფუნქციური როლები, ძირითადი ამოცანები, რაც საშუალებას მისცემს გამოსცადოს საკუთარი თავი tech recruitment-ის პროექტებზე, ასევე ტექ-ტალანტების ეფექტურობის გაზომვის, შეფასებისა და სამოტივაციო სისტემების განვითარებაზე. საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს IT გუნდებში წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიცირება და იპოვოს მისი გადაჭრის გზები.

1200 ₾

ლექტორი:

ხანგრძლივობა:
24 საათი (8 ლექცია)

დაწყების თარიღი:
21 აპრილი

ლექციის დღეები:
ორშაბათი: 19:00-22:00
ხუთშაბათი: 19:00-22:00

ლექციები ჩატარდება:
გიორგი დანელიას 4