top of page
Java კურსი

Java

კურსის შესახებ

 

კურსის ფარგლებში შეძენილი ცოდნით მონაწილეები მიიღებენ ვებ-აპლიკაციის Back-End-ის შექმნის ისეთი საკითხების საფუძვლიან ცოდნას, როგორიცაა Java Framework-ის Spring/Spring Boot-ის გამოყენებით აპლიკაციის ნულიდან შექმნა, დომეინის მიხედვით კომპონენტების დაფექიჯება, Persistence შრის კონფიგურაცია, საინტეგრაციო ფენის მომზადება, აპლიკაციის Back-End-ის უსაფრთხოების გამართვა, Unit ტესტირება, აპლიკაციის სერვერზე დიფლოიმენთი და მონიტორინგი.


ლექციაზე ახსნილი თეორიული საკითხების პრაქტიკაში გადატანის მიზნით მონაწილეები ინტენსიურად იმუშავებენ პროექტებზე, რომელთა შესრულების პროცესშიც, ისინი უკუკავშირს მიიღებენ ლექტორისგან. ამავდროულად, ექნებათ ჯგუფური განხილვებიც. შედეგად, კურდამთავრებულებს ექნებათ უნარი სწორად დააპროექტონ პროგრამული უზრუნველყოფა Back-end და წარმართონ მისი შექმნის პროცესი. ამასთანავე, კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ Spring/Spring Boot ტექნოლოგიის გამოყენებით სწორად შეარჩიონ საჭირო კომპონენტები, მეთოდები თუ მიდგომები, კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

გარდა მოტივაციისა, მონაწილეს მოეთხოვება Java SE 8+ კარგი ცოდნა, ვებ აპლიკაციების შემუშავების ძირითადი პრინციპებისა და OOP-ის პრინციპების ცოდნა, SQL-ის საბაზისო გამოცდილება და ინგლისურის ცოდნა B1+ დონეზე. ასევე, სწავლის პროცესში სტუდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან მუშაობის შესაძლებლობა.

Price Cover

1260

icon

ლექტორი:

icon

ხანგრძლივობა:

41 საათი (21 ლექცია)

icon

დაწყების თარიღი:

მალე

icon

ლექციის დღეები:

ორშაბათი: 19:00-21:00
ხუთშაბათი: 19:00-21:00

icon

ლექციები ჩატარდება:

Online / Google Meet

bottom of page