top of page

RH124

Red Hat System Administrator I

RED-HAT-LOGO-RHCSA-EX200.png

კურსის შესახებ: 

სისტემის ადმინისტრირების პირველი ორი კურსიდან, რომლებიც საჭიროა Red Hat Enterprise Linux სერვერების მართვისთვის Red Hat System Administrator I (RH124) განკუთვნილია იმ პროფესიონალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ წინარე გამოცდილება Linux სისტემის ადმინისტრირებაში. კურსი სტუდენტებს აძლევს Linux ადმინისტრირების კომპეტენციას და კონცენტრირებას ახდენს ძირითად ადმინისტრაციულ ამოცანებზე. ეს კურსი ასევე ქმნის საფუძველს სტუდენტებისთვის, რომლებიც გეგმავენ გახდნენ სრულფასოვანი Linux სისტემის ადმინისტრატორები. 
 

ეს არის ორეტაპიანი კურსის პირველი საფეხური, რომელიც IT პროფესიონალს, რომელსაც არა აქვს Linux სისტემის ადმინისტრირების ცოდნა, გახდის კომპეტენტურ Linux ადმინისტრატორად. ძირითადი კონცეფციები კიდევ უფრო ვითარდება შემდეგ საფეხურზე - Red Hat System Administrator II (RH134). კურსი ეფუძნება Red Hat® Enterprise Linux 9.0-ს.
 

კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ 45-დღიან გახანგრძლივებულ წვდომას Red Hat-ის ვირტუალურ გარემოში, ნებისმიერი კურსის პრაქტიკულ ლაბორატორიაზე.

შენიშვნა: კურსი ტარდება საკლასო სივრცეში, ან დისტანციურად. დეტალური ინფორმაციისთვის, განრიგისა და ფასების გასაცნობად, დაარეგისტრირეთ მოთხოვნა ქვედა პანელში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით.

კურსის შინაარსი

  • Linux და Red Hat Enterprise Linux ეკოსისტემის გაცნობა.

  • ბრძანებების გაშვება და shell გარემოს ნახვა.

  • ფაილების გამართვა, დალაგება და მათი უსაფრთხოების დაცვა.

  • მომხმარებლების, ჯგუფებისა და მომხმარებლის უსაფრთხოების პოლიტიკის მართვა.

  • Systemd სერვისების კონტროლი და მონიტორინგი.

  • დისტანციური წვდომის კონფიგურაცია ვებ კონსოლისა და SSH-ის გამოყენებით.

  • ქსელის ინტერფეისებისა და პარამეტრების კონფიგურაცია.

  • პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა DNF-ის გამოყენებით.
     

ვისთვის არის კურსი

  • კურსი განკუთვნილია IT პროფესიონალებისთვის, ვინც არის ან გეგმავს გახდეს Linux Enterprise ან Cloud სისტემის ადმინისტრატორი.

  • კურსი პოპულარულია Red Hat აკადემიაში და მიმართულია იმ სტუდენტებზე, რომლებიც გეგმავენ გახდნენ Linux პროფესიონალები.
     

წინაპირობები

  • მონაწილეს მოეთხოვება კომპიუტერულ აპლიკაციებთან და რომელიმე ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ტექნიკური უნარები. 

  • გაიარეთ უფასო კონსულტაცია იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენი უნარები კურსის წინაპირობებს.


 

  • Facebook
  • LinkedIn
  • Instagram

© OL Academy 2021

bottom of page