top of page

RH134

Red Hat System Administrator II

RED-HAT-LOGO-RHCSA-EX200.png

კურსის შესახებ

Red Hat System Administrator II (RH134) არის RHCSA ორეტაპიანი კურსის მეორე ნაწილი იმ IT პროფესიონალებისთვის, რომლებმაც უკვე გაიარეს Red Hat System Administrator I (RH124). კურსი უფრი სიღრმისეულად ეხება Linux-ის სისტემის ადმინისტრირების ისეთ ძირითად უნარებს, როგორიცაა საცავების კონფიგურაცია და მართვა, Red Hat Enterprise Linux-ის ინსტალაცია და განთავსება, უსაფრთხოების მახასიათებლების მართვა, როგორიცაა SELinux, განმეორებითი სისტემური ამოცანების კონტროლი, Boot პროცესების მართვა და პრობლემების მოგვარება, საბაზისო სისტემის ოპტიმიზაცია, command-line ავტომატიზაცია და პროდუქტიულობა. 
 

კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ 45-დღიან გახანგრძლივებულ წვდომას Red Hat-ის ვირტუალურ გარემოში, ნებისმიერი კურსის პრაქტიკულ ლაბორატორიაზე.

შენიშვნა: კურსი ტარდება საკლასო სივრცეში, ან დისტანციურად. დეტალური ინფორმაციისთვის, განრიგისა და ფასების გასაცნობად, დაარეგისტრირეთ მოთხოვნა ქვედა პანელში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით.


კურსის შინაარსი

  • დააინსტალირეთ Red Hat Enterprise Linux მასშტაბირებადი მეთოდების გამოყენებით;

  • მიუწვდით უსაფრთხოების ფაილებს, ფაილურ სისტემებსა და ქსელებს;

  • შეასრულეთ shell სკრიპტინგი და ავტომატიზაციის ტექნიკები;

  • გამართეთ სამარაგო მოწყობილობები, ლოგიკური მოცულობები და ფაილური სისტემები;

  • გამართეთ უსაფრთხოება და სისტემაზე წვდომა;

  • გააკონტროლეთ აწყობის პროცესი და სისტემური სერვისები;

  • გაუშვით კონტეინერები.


ვისთვის არის კურსი

კურსი განკუთვნილია Windows-ის სისტემის ადმინისტრატორებისთვის, ქსელის ადმინისტრატორებისა და სხვა სისტემის ადმინისტრატორებისთვის, რომლებსაც სურთ არსებულ ცოდნას დაამატონ ახალი უნარები, ასევე Linux სისტემის ადმინისტრატორებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შემდეგ ამოცანებზე:

  • Linux სისტემების კონფიგურაცია, ინსტალაცია, განახლება და შენარჩუნება დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების გამოყენებით;

  • საოპერაციო მხარდაჭერის გაწევა;

  • სისტემების მართვა სისტემის მონაცემთა მონიტორინგისა და ხელმისაწვდომობისთვის;

  • სკრიპტების შექმნა და განთავსება ამოცანების ავტომატიზაციისა და სისტემის ადმინისტრირებისთვის.


წინაპირობები

  • Red Hat System Administrator I (RH124) კურსის წარმატებით დასრულება;

  • გაიარეთ უფასო კონსულტაცია იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენი უნარები კურსის წინაპირობებს.

bottom of page