RH199
Red Hat System Administrator Rapid Track Course

კურსის შესახებ
RHCSA სწრაფი კურსი (RH199) განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება Linux-ის ადმინისტრირებაში და სურს გახდეს Linux-ის სერტიფიცირებული სისტემური ადმინისტრატორი. აღნიშნული კურსი აერთიანებს Red Hat System Administrator I (RH124) და Red Hat System Administrator II (RH134) კურსების ძირითად შინაარსს და მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპით. RHCSA დაფუძნებულია Red Hat® Enterprise Linux 9.0-ზე.
კურსის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ 45-დღიან გახანგრძლივებულ წვდომას Red Hat-ის ვირტუალურ გარემოში, ნებისმიერი კურსის პრაქტიკულ ლაბორატორიაზე.
შენიშვნა: კურსი ტარდება საკლასო სივრცეში, ან დისტანციურად. დეტალური ინფორმაციისთვის, განრიგისა და ფასების გასაცნობად, დაარეგისტრირეთ მოთხოვნა ქვედა პანელში შესაბამისი ღილაკის გამოყენებით.
კურსის შინაარსი
-
პაკეტების მართვა ახალი რეპოზიტორიის სტრუქტურითა და appstream მოდულებით;
-
სანახი მოწყობილობებისა და ფაილური სისტემების შექმნა, მათ შორის Stratis საცავის მართვა;
-
ქსელური სერვისებისა და უსაფრთხოების კონფიგურაცია;
-
პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
-
მომხმარებლების, ჯგუფებისა და ავტორიზაციის პროცესების მართვა;
-
სერვერის მართვა Cockpit-ის ვებ მენეჯმენტის პროგრამის გამოყენებით;
-
პრობლემების მოგვარება და მხარდაჭერის მიღება;
-
კონტეინერების გაშვება.
ვისთვის არის კურსი
კურსი განკუთვნილია Windows-ის სისტემის ადმინისტრატორებისთვის, ქსელის ადმინისტრატორებისა და სხვა სისტემის ადმინისტრატორებისთვის, რომლებსაც სურთ არსებულ ცოდნას დაამატონ ახალი უნარები, ასევე Linux სისტემის ადმინისტრატორებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შემდეგ ამოცანებზე:
-
Linux სისტემების კონფიგურაცია, ინსტალაცია, განახლება და შენარჩუნება დადგენილი სტანდარტებისა და პროცედურების გამოყენებით;
-
საოპერაციო მხარდაჭერის გაწევა;
-
სისტემების მართვა სისტემის მონაცემთა მონიტორინგისა და ხელმისაწვდომობისთვის;
-
სკრიპტების შექმნა და განთავსება ამოცანების ავტომატიზაციისა და სისტემის ადმინისტრირებისთვის.
წინაპირობები
-
უნდა ერკვეოდეთ Linux-ის კომპიუტერული კონცეფციების ძირითად საკითხებში და მზად იყოთ გამოიყენოთ Red Hat Enterprise Linux-ის მეთოდები სისტემის ადმინისტრირების ამოცანების შესასრულებლად. რეკომენდებულია სისტემის ადმინისტრატორად Linux-თან მუშაობის საველე გამოცდილება;
-
თუ არ გაქვთ გამოცდილება Linux-ის კომპიუტერული კონცეფციების ფუნდამენტურ საკითხებში, გირჩევთ დაიწყოთ Red Hat System Administrator I (RH124) კურსით;
-
გაიარეთ უფასო კონსულტაცია იმის გასარკვევად, შეესაბამება თუ არა თქვენი უნარები კურსის წინაპირობებს.