top of page
Angular კურსი

Angular

კურსის შესახებ


კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან მცირე და საშუალო ტიპის აპლიკაციების შექმნას Angular-ის გამოყენებით. სწავლის პროცესში სტუდენტები სიღრმისეულად სწავლობენ CSS-ს და ერკვევიან Typescript-ში, რომელიც გამოიყენება Angular აპლიკაციების კოდის დასაწერად. კურსის მეშვეობით, მონაწილეები სწავლობენ დეველოპინგის Front-End მხარეს და მასში ნებისმიერი სირთულის ლოგიკის ჩაშენებას. ლექციაზე ახსნილი თეორიული საკითხების პრაქტიკაში გადატანის მიზნით მონაწილეები ინტენსიურად მუშაობენ რეალურ პროექტებზე, რომელთა შესრულების პროცესშიც,  ისინი მყისიერ უკუკავშირს იღებენ ლექტორისგან.


ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება, რისთვისაც მათ პრაქტიკული სავარჯიშოებით დატვირთულ სასწავლო გარემოს ვთავაზობთ. შედეგად, ჩვენს კურსდამთავრებულებს უვითარდებათ Junior Front-End Angular დეველოპერისთვის საჭირო უნარები და თავისუფლად ახერხებენ დამხმარე ბიბლიოთეკების გამოყენებას: Google Materials, RxJS, NgRx. ასევე, სწავლობენ არამხოლოდ Angular-ის, არამედ სხვა ფრეიმვორკებისთვისაც გამოსადეგ Typescript-ს და საბოლოო ჯამში, ქმნიან დინამიურ Angular აპლიკაციებს.

 

აუცილებელი მოთხოვნები:  

კურსი გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აქვს მოტივაცია, ინტერესი და სურვილი დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროს და აქვს საწყისი გამოცდილება ვებ დეველოპმენტში (HTML, CSS და Javascript). საჭიროა, ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე. ასევე, სწავლის პროცესში სტუდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან მუშაობის შესაძლებლობა.

 

Price Cover

960

icon

ლექტორი:

icon

ხანგრძლივობა:

34 საათი (17 ლექცია)

icon

დაწყების თარიღი:

მალე

icon

ლექციის დღეები:

სამშაბათი: 19:00-21:00
ხუთშაბათი: 19:00-21:00

icon

ლექციები ჩატარდება:

ბოჭორმის 18, თბილისი

bottom of page