Front End
კურსის შესახებ
კურსის ფარგლებში მონაწილეები სრულყოფილად ერკვევიან Front-End პროგრამირების საფუძვლებში, სწავლობენ Web დეველოპმენტის რაობას და მის კომპონენტებს HTML-სა და CSS-ს, პროგრამირების ენა Javascript-თან ერთად. ამ კომპონენტების გამოყენებით მონაწილეები ახერხებენ საბაზისო ვებ გვერდის აწყობას (HTML), მისთვის შესაბამისი ვიზუალის მიცემას (CSS) და სასურველი ფუნქციონალისა და ლოგიკის დამატებას (Javascript).
ლექციაზე ახსნილი თეორიული საკითხების პრაქტიკაში გადატანის მიზნით მონაწილეები ინტენსიურად მუშაობენ დავალებებზე, რომელთა შესრულების პროცესშიც, ისინი მყისიერ უკუკავშირს იღებენ ლექტორისგან.
ჩვენი მიზანია, დამწყებ Front-End დეველოპერებს დავეხმაროთ პროფესიული უნარების განვითარებაში, რისთვისაც მათ სტრუქტურიზებულ სალექციო პროცესსა და რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას ვთავაზობთ. კურსის დასასრულს, ჩვენი სტუდენტები თავისუფლად აწყობენ მცირე სირთულის ფუნქციონალის მქონე აპლიკაციებს და აქვთ საკმარისი ცოდნა, გადავიდნენ განვითარების ახალ საფეხურზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
გარდა მოტივაციისა, მონაწილეს მოეთხოვება საბაზისო კომპიუტერული და ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე. ასევე, სწავლის პროცესში სტუდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან მუშაობის შესაძლებლობა.
920 ₾
ლექტორი:
ხანგრძლივობა:
42 საათი (21 ლექცია)
დაწყების თარიღი:
04 მარტი
ლექციის დღეები:
ორშაბათი: 19:00-21:00
ხუთშაბათი: 19:00-21:00
ლექციები ჩატარდება:
ბოჭორმის 18, თბილისი